მამარდაშვილი: ვეცდებით, ქართველი გულშემატკივრების გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ
ყოველთვის მოტივაცია გვაქვს, როცა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დროშის ქვეშ ვთამაშობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორმაგი მოტივაციაა, როცა ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რადგან ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და დაგვიჭირა მხარი, ახლაც, ჩეხეთთან თამაშისას არ გაჩერებულა მთელი სტადიონი, მხარს გვიჭერდა, გვამხნევებდა და ძალიან უნდოდათ მოგება, როგორც ჩვენ.
დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის, რომ არა ისინი, აქამდე ვერ მოვიდოდით და ყველაფერს ვეცდებით, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ.
ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი.
22 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს საქართველო 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.