თეგებით ძიება

კულება - გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინას ევროკავშირში სრულ გაწევრიანებამდე მხოლოდ სამი ნაბიჯი დარჩება

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინას ევროკავშირში სრულ გაწევრიანებამდე მხოლოდ სამი ნაბიჯი დარჩება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას განმარტებით, აღნიშნული სამი ნაბიჯი მოიცავს: ევროკომისიის დასკვნას მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების და უკრაინის მიერ გაწევრიანების კრიტერიუმებთან შესაბამისობის მიღწევის შესახებ, გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, შეთანხმების რატიფიცირებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ და უკრაინის მიერ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპისთვის გლობალური მნიშვნელობის მოვლენა იქნება.

21 ივნისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ოფიციალურად დაამტკიცა, დღეს კი აღნიშნულ ქვეყნებთან გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა