ახმედ ზაკაევს რუსეთმა დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
მიგრაციაში მყოფ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს ახმედ ზაკაევს რუსეთმა დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა და ძებნა გამოაცხადა. მას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის "ტერორისტული ბატალიონის შექმნაში" სდებენ ბრალს. საქმეს დონის როსტოვის სამხრეთ რაიონული სამხედრო სასამართლო განიხილავს.
საქმეზე მეორე ბრალდებული მურად იუსუპოვია, რომელიც ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მეთაურად ითვლება და
უკრაინის არმიის საერთაშორისო ლეგიონის ნაწილია.
რუსი გამომძიებლების თქმით, ახმედ ზაკაევმა „2022 წლის ივლისში, უკრაინის ტერიტორიაზე, თავი გამოაცხადა ე.წ. დამოუკიდებელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის ლიდერად და ჯგუფში აიყვანა იუსუპოვი, ისევე როგორც სხვა დაუდგენელი პირები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად."
ზაკაევი და იუსუპოვი Rosfinmonitoring-მა "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" სიაში შეიყვანა.
ზაკაევის წინააღმდეგ საქმე 2022 წლის ნოემბერში აღიძრა.
2002 წლის იანვრიდან ზაკაევი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.