ჯგუფ Crazy Town-ის ფრონტმენი გარდაიცვალა
ამერიკელი მუსიკოსი სეტ ბინზერი, რომელიც უფრო ცნობილია თავისი ფსევდონიმით შიფთი შელშოკი 49 წლისა გარდაიცვალა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მუსიკოსი 24 ივნისს დაიღუპა. ბინზერი რეპ-როკ ჯგუფის Crazy Town ფრონტმენი და ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ჯგუფის ყველაზე პოპულარული კომპოზიცია Butterfly 2001 წელს გამოვიდა და არაერთი ქვეყნის ჩარტში ლიდერობდა.
2002 წელს ჯგუფი დაიშალა, თუმცა 2007 წლიდან ხშირად აწყობდა პატარა კონცერტებს. ბინზერი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ებრძოდა.