ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაპატიმრების ორდერი გამოსცა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერგეი შოიგუსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.
„2024 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი საქმეთა წარმოების მეორე პალატამ გამოსცა ორდერი ორი პიროვნების - სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების შესახებ უკრაინაში სავარაუდოდ საერთაშორისო დანაშაულის გამო, რომელიც ჩადენილი იყო სავარაუდოდ 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შოიგუ და გერასიმოვი პასუხისმგებელნი არიან სამხედრო დარტყმებზე უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. შარშან ამავე სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა. მასაც ედავებიან უკრაინის ომთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენას.