თეგებით ძიება

„ერთ დროს ერთად მოგვიწია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში“ - რას წერს კონსტანტინე ზარნაძე ბუდუ ზივზივაძეზე?

ვინც მის უთამაშებლობას პოლიტიკას უკავშირებით, დამერწმუნეთ, იმაზე ცუდს ვერაფერს გაუკეთებთ, რასაც უკეთებთ - თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძე სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძეზე წერს:

„ბუდუ ზივზივაძეზე მინდა დავწერო. 

ერთ დროს ერთად მოგვიწია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, მასზე ბევრი არაფერი მახსოვს, იმიტომ, რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი, ჩუმი, უკონფლიქტო ადამიანი, მით უფრო ერთი წლით დიდებში უწევდა თამაში, მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, არ მგონია შემდეგ მასში რადიკალურად რამე შეცვლილიყო, უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემთ, ვინც მის უთამაშებლობას პოლიტიკას უკავშირებით, დამერწმუნეთ, იმაზე ცუდს ვერაფერს გაუკეთებთ, რასაც უკეთებთ. ვისაც ფეხბურთი ოდნავ მაინც ესმის, კარგად იცის, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის, ფეხბურთია გასახდელი, ვარჯიში, ფიზ-მომზადება, სასტუმრო, ჭამა, წონა და უამრავი რამ.  მოდით ახლა სიმართლე ვთქვათ, ფაქტის კონსტანტაცია მოვახდინოთ - ქართული ფეხბურთი ისეთი ცოცხალი არასდროს ყოფილა როგორც ახლა, და ეს ყველაფერი ფედერაციის,  სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების დამსახურებაა. ჩამოთვლილთაგან ვინმეს კრიტიკას თუ გაბედავთ, უბრალოდ პროცესს იყენებთ და მეტი არაფერი, არაფერი კეთილშობილური მიზანი თქვენ არ გამოძრავებთ“ - წერს კონსტანტინე ზარნაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა