თეგებით ძიება

ივანიშვილი გახდა უფრო ბრუტალური, თუმცა დასავლეთის სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს - ნიკა მელია

"დრამატული განსხვავებაა, რაც ახლა ხდება - ერთი მხრივ, ივანიშვილი გახდა უფრო ბრუტალური ბევრად, თუმცა დასავლეთის სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს," - ამ განცხადებას "რეაქციაში" "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობს.

"რუბიკონი გადაილახა, შესაბამისი ზომები მიიღო დასავლეთმაც და როგორც ქომაგებმა ამ სახელმწიფოსი არაორდინალური დახმარების აქტი შეადგინეს სანქციის სხვადასხვა პაკეტებისა, ეს არის ხელისუფლების სადამსჯელო აქტი," - ამბობს ნიკა მელია და აღნიშნავს, რომ "ოცნება" დასავლეთის არცერთ გაფრთხილებას არ ითვალისწინებდა, რასაც შედეგი მოჰყვა ხელისუფლების მიმართ სანქციების სახით.

2020-21 წლებში სრული მხარდაჭერა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას (საერთაშორისო პარტნიორებისგან). 

დრამატული განსხვავებაა, რაც ახლა ხდება - ერთი მხრივ, ივანიშვილი გახდა უფრო ბრუტალური ბევრად, თუმცა სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს აქვს დასავლეთის. ეს იძლევა უდიდეს სხვაობას და ეს თვალში საცემი და ხელშესახები იქნება ოქტომბრის ბოლოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი აქ უნდა შეასრულოს მოქალაქემ და შეუძლებელია ამ არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვება დაფიქსირდეს ტაბლოზე.

რა თქმა უნდა, გვხვდება მოქალაქე, რომელიც გვეუბნება, ივანიშვილს ბევრი ფული აქვს, იყიდის, გაიყიდება - არა! ძალიან ბევრნი ვართ, 200 ათასამდე ახალი ამომრჩეველი მოდის პირველად. აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ივანიშვილის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი ემიგრანტების აქტიურობა ჯერ არნახული უნდა დაფიქსირდეს.

პლუს, ყველა აცნობიერებს - დღეს იხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით, მიდის პარალელურად საუბარი, რა შეზღუდვები დაგვიწესოს, ჩვენ, როგორც სახელმწიფოს ხელისუფლებას.

ძალიან სწრაფად გაიგო დასავლეთმა რასთან გვაქვს საქმე - მიიღეს კანონი, დაარქვეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში გულისხმობს მკაცრ რეგულაციებს ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის... ამ დროს მხოლოდ სახელმწიფო უწყებები ფინანსდებიან 10-ჯერ უფრო მეტად და ეს ყველაფერი არის უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში,“ - ამბობს ნიკა მელია.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა