„გულშემატკივარი ცილს არ გწამებს. ზოგადადაც, არა ცილი სწამო“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის განცხადებით გაღიზიანებული ადამიანების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„მე ვთვლი, რომ შეიძლება ცილისმწამებელ ბრიყვს ბრიყვი ეძახო.
და გულშემატკივრობით შანტაჟი არაფერ შუაშია.
გულშემატკივარი ცილს არ გწამებს.
ზოგადადაც, არა ცილი
სწამო“ - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე სანიოლმა კითხვას, თუ რატომ რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ცოტა სათამაშო დრო, საკმაოდ მწვავე განცხადებით უპასუხა:
“თქვენ იცით, რომ ის გუნდის ნაწილია. მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. მე სხვა გადაწყვეტილება მივიღე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ. 16:37 / 25-06-2024
“ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ, ბოდიში ამ ტონისთვის, თუმცა ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია ცუდ განწყობაზე ვარ... პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ“ - ვილი სანიოლი
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა.
სანიოლმა კითხვას, თუ რატომ რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ცოტა სათამაშო დრო, საკმაოდ მწვავე განცხადებით უპასუხა:
“თქვენ იცით, რომ ის გუნდის ნაწილია. მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. მე სხვა გადაწყვეტილება მივიღე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ.
პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ამას პოლიტიკას უკავშირებთ, მაგრამ მე მირჩევნია ამ ყველაფრისგან შორს ვიყო. რადგან მსურს მივიღო სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე იქნება დაფუძნებული.
თუმცა, ეს ცოტა სასაცილოა, რადგან მახსოვს 6-7 თვის ბევრი მაკრიტიკებდა, როდესაც მიქაუტაძე დავტოვე სათადარიგოთა სკამზე და ბუდუ ვათამაშე. ახლა ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ... ისევ გავიმეორებ, ვიღაც ბრიყვები მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და არ შემიძლია ამის მიღება. პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. ბოდიშს ვიხდი ამ ტონისთვის, თუმცა ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია ცუდ განწყობაზე ვარ" - განაცხადა ვილი სანიოლმა.