თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ფოთის ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ფოთში რაიონული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს.

ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ხომერიკის ინფორმაციით, ჩამსხვრეულია ფანჯრები.

ხომერიკი მომხდარს ხელისუფლების მიერ წახალისებულ ჯგუფებს უკავშირებს.

მოვედით ოფისში, გარედან მაინც და მაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი, ფანჯარას აქვს ორმაგ მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შემდეგად დაიმსხვრა  ფანჯრები. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული,“ - ამბობს ხომერიკი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა