კრიშტიანო რონალდო საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა საქართველოსთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მან დაადასტურა, რომ გუნდის ლიდერი და კაპიტანი კრიშტიანო რონალდო აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება.
მისივე თქმით, მეკარის პოზიციაზე როტიაცია არ უყვარს და ამიტომ კიპერი კვლავ დიოგო კოშტა იქნება, მოედანზე გასული ფეხბურთელები კი მოტივაციის უქონლობის მიუხედავად, მოსაგებად იბრძოლებენ.
პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და ჩვენ გუნდს ჯგუფური ეტაპის დასაძლევად გამარჯვება ესაჭიროება.