თეგებით ძიება

გამჭვირვალობის კანონზე ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება არ მომისმენია, ცუდია - ნიკა მელია

შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ცუდი და საწყენია, რომ ზოგადად, „დასავლეთში ფეხადგმულ“ წარმატებულ ადამიანებს ხმა არ ამოუღიათ იმ დროს, როდესაც ერი გაერთიანდა.

"ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, საწყენია როდესაც დასავლეთისგან იზოლირებული ხდები მხოლოდ და მხოლოდ შენი უფროსის დავალებით. მთელს საერთაშორისო საზოგადოებას აფიქრებინებ უკვე მკაფიოდ, რომ გეზი, საგარეო-პოლიტიკური კურსი აღებულია რუსეთისკენ. მთელი ერი ერთიანდება და ამ დროს წარმატებული ქართველები არსებობენ, დასავლეთში ფეხადგმულები და ხმას არ იღებენ - საწყენია. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაპატიეთ თუ ზაზა ფაჩულიას განცხადება გაკეთებული აქვს, უცბად გამახსენდა," - განაცხადა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა