თეგებით ძიება
26. 06. 2024 ვიდეო

“ყველაფერი ასე დაიწყო“ - მამაკაცი, ალავერდის ტაძრის ტერიტორიიდან, სტიქიის ამსახველ კადრებს ავრცელებს

Paul Rimple მამაკაცი, ალავერდის ტაძრის ტერიტორიიდან, სტიქიის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, კახეთში, სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექს გადახდილი აქვს გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები.

სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას.

"სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები“,- ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხდებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა