პენტაგონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ჯარები, უკრაინაში გაგზავნის შემთხვევაში, საზარბაზნე ხორცი გახდება
შეერთებული შტატები თვალყურს მიადევნებს ჩრდილოეთ კორეის ჯარების შესაძლო გაგზავნას რუსეთში, უკრაინის ომში მათი მონაწილეობისთვის, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
„ვფიქრობ, მე რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალის ხელმძღვანელი ვიყო, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი ჩემს არჩევანს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში ჩემი ძალების საზარბაზნე ხორცად გაგზავნის შესახებ“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ყველა ხედავს, რამხელა დანაკარგებს განიცდიან რუსული ძალები.
შეგახსენებთ, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მხარეებს ავალდებულებს, ერთ-ერთი მათგანის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში, ერთმანეთს დახმარება გაუწიონ.