თეგებით ძიება

ვენეციის კომისია ე.წ. ლგბტ კანონზე: კომისია რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, სრულად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას

ვენეციის კომისიამ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა.

„ვენეციის კომისია წუხს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უაღრესად მგრძნობიარე საკითხებს ეხება, იწყება იმ პერიოდში, რომელიც ხასიათდება ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტით და ძლიერი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაძაბულობით, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ეს ხდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოჭრილი შეშფოთების უგულებელყოფით“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია ახალი დებულებების მიღებამდე საფუძვლიანი და დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას იძლევა, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი და განსაკუთრებით სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები.

„ასეთი ანალიზი უნდა იყოს საჯარო და განხორციელდეს გარკვეული დროის განმავლობაში, რომელიც ხელსაყრელია ჭეშმარიტი და მიუკერძოებელი კონსულტაციებისთვის, რაც წამოჭრილი საკითხების მიუკერძოებელი შეფასების საშუალებას იძლევა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„კომისია მიიჩნევს, რომ დებულებების შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ვერ დადგინდება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და ამ ტექსტის მიღების უბრალო შეთავაზებაც კი საქართველოში LGBTI ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული გარემოს გაღვივების რისკებს შეიცავს. ამგვარად, კომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღება“, - ნათქვამია დოკუმენტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა