თეგებით ძიება

“რუსი ჟურნალისტი აწყვეტინებს და მიანიშნებს რომ დაუნახავია… ანუ, ეს სცენარი გვინდოდა ? მგონი გავგიჟდით ამ ფეხბურთის ნიადაგზე” - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას და რუსი ჟურნალისტის კითხვა-პასუხს ეხმაურება.

"ადრე გითქვამს ლოკომოტივის ბაზაზე ცხოვრების თაობაზე აუგი, და მართლა ფიქრობ რომ გერმანიაში უკეთესი ბაზა არის? “

რუსი პროვოკატორი. 

ცოტა საქმის რჩევის ინტონაციით დასმულ კითხვას უპასუხა, “ქართულად გიპასუხოთ, თუ ინგლისურად.”  

ანუ, შენს ენაზე არ ვლაპარაკობო.  მეტი რა უნდა ექნა. 

კარგით, წავიდეთ სხვა სცენარით.

“კი აქ ჯობია”

 აქ რითი ჯობია და იწყება ჩამოთვლა.

რუსი ჟურნალისტი აწყვეტინებს და მიანიშნებს რომ დაუნახავია. ანუ, ეს სცენარი გვინდოდა?  

მგონი გავგიჟდით ამ ფეხბურთის ნიადაგზე, მაგრამ პოლიტიკით გაგიჟებას, ისევ ამ თემით ჯობია", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა