თეგებით ძიება
26. 06. 2024 მსოფლიო

NASA-ს ორი ასტრონავტი კოსმოსური ხომალდის ტექნიკური პრობლემების გამო დედამიწაზე ვერ ბრუნდება

NASA-ს ორი ასტრონავტი, ბარი "ბუჩ" ვილმორი და სუნიტა "სუნი" უილიამსი, Boeing-ის კოსმოსური ხომალდის, Starliner-ის ტექნიკური პრობლემების გამო კოსმოსში გაიჭედნენ - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ასტრონავტები დედამიწიდან 5 ივნისს გაფრინდნენ, მათი მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 8 დღიანი უნდა ყოფილიყო თუმცა, კოსმოსური ხომალდის გაუმართაობამ მათი დაბრუნება განუსაზღვრელი ვადით გადადო.

Starliner-მა ჰელიუმის გაჟონვის ხუთი, მანევრირების რამდენიმე და საწვავის სარქველის დახურვის ერთი პრობლემური შემთხვევა დააფიქსირა. ამ საკითხებმა ასტრონავტების დაბრუნების თარიღი არაერთხელ გადადო, ამ ეტაპისთვის კი NASA-ს მიერ, დაბრუნების თარიღად 6 ივლისია მოხსენიებული. უპირველესი საზრუნავი Starliner-ის მამოძრავებელი სისტემის გამართულობის უზრუნველყოფაა, რომელიც ISS-დან უსაფრთხოდ დაბრუნებისა და დედამიწის ატმოსფეროში ხელახლა შესვლისთვის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

მიუხედავად ამ პრობლემებისა, უილმორი და უილიამსი ISS-ის ბორტზე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ საქმიანობას, ასრულებდნენ ტექნიკურ დავალებებსა და ამოწმებდნენ Starliner-ის სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ Starliner-ს აქვს შესაძლებლობა 45 დღემდე იყოს ასეთ მდგომარეობაში, NASA-მ საგანგებო გეგმა შეიმუშავა, რომელიც SpaceX-ის Crew Dragon-ს გამოყენებას გულისხმობს( რომელიც ამჟამად ISS-ზეა განლაგებული), რომელსაც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში შეუძლია ასტრონავტების დაბრუნება უზრუნველყოს. თუმცა ეს მისიის წარმატებულობისა თუ წარუმატებლობის გარშემო კიდევ უფრო ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. 8 დღიანი მისია Starliner-ის ისეთი სახით ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად, როგორც SpaceX-ის Crew Dragon-ის საიმედო ალტერნატივა(ასტრონავტების გადასაყვანად), თუმცა Boeing-ის პროგრამა საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა