სამახსოვრო ფოტო მატჩის წინ - ხვიჩა კვარაცხელია და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს მიესალმნენ
საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და კრიშტიანუ რონალდუ თამაშის დასაწყისში ერთმანეთს მიესალმნენ, რამდენიმე წუთში კი კვარაცხელიამ პორტუგალიის ნაკრების კარში პირველი გოლი გაიტანა.
ამ დროისთვის ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 1:0-ია.
ეროვნული გუნდი შემდეგი სათადარიგო შემადგენლობით თამაშობს: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.