თეგებით ძიება
27. 06. 2024 ვიდეო

"ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც კვარაცხელიას ლანძღავდა? ინტერვიუს დროს ძალიან გულდაწყვეტილმა თქვა, ვულოცავ ყველა გულშემატკივარს, კარგებს და ცუდებსაცო…“ - ოთარ ტატიშვილი

ჩვენმა ნაკრებმა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა მეორე წუთზე. მეორე გოლი კი 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.მან პენალტი ზუსტად შეასრულა. დღეს ზეიმობს სრულიად საქართველო და თითოეული ქართველი.

შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება დღეს განხილვის მთავარი საგანია.

"იმედის დილის“ თანაწამყვანი, ოთარ ტატიშვილი პორტუგალიასა და საქართველოს შორის გუშინ გამართულ მატჩს ეხმაურება და გულშემატკივართა იმ ნაწილს მიმართავს, ვინც ტატიშვილის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავდა:

"ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც კვარაცხელიას ლანძღავდა… თუ მიაქციეთ ყურადღება, გუშინ, ინტერვიუს დროს ძალიან გულდაწყვეტილმა თქვა, ვულოცავ ყველა გულშემატკივარს, კარგებს და ცუდებსაცო…

მათ უფრო კლავიატურის ვირთხები ჰქვიათ, მაგრამ მე კლავიატურის ლომებს ვეძახი, არ გრცხვენიათ ხალხო, ამ ბიჭს რომ ლანძღავდით?! გუშინ რა ითამაშა, საუკეთესო იყო მოედანზე და თამაში მოგვაგებინა.

ახლა მაინც შეგრცხვეთ, დადუმდით ყველა, აი, კვარას ჟესტი“, – თქვა ოთარ ტატიშვილმა.

შეგახსენებთ, უეფა-მ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა