თეგებით ძიება
27. 06. 2024 სპორტი

"ჩემგან უდიდესი პატივისცემა საქართველოს, ეს ფაქტორი დამატებით მოტივაციას აძლევთ... ჩვენთან მარცხის შემდეგ მათ ეს შეცვალეს..." - ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი მომავალ დაპირისპირებაზე

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და მერვედფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე სწორედ "ფურია როხა" იქნება.

"მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. 

ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გარკვეულწილად შეცვალეს სისტემა, მაგრამ

არა თამაშის იდეა. მათ ჰყავთ ძალიან სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

გარდა ამისა, მათ ევროპირველობაზე სამი მატჩის ჩატარებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ასევე, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.

გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჩემს ფეხბურთელებს ეს გაცნობიერებული აქვთ. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო", - თქვა დელა ფეუენტემ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ კომენტარში.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა