თეგებით ძიება
27. 06. 2024 მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინას 1,9 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გამოუყო

უკრაინამ ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერის ტრანში - 1.9 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი X-ზე იტყობინება. 

შმიგალის თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროკავშირის მთლიანმა საბიუჯეტო მხარდაჭერამ უკვე თითქმის 8 მილიარდ ევრომდე მიაღწია. 

„მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მის მთელ გუნდს ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს დენის შმიგალი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა