თეგებით ძიება
27. 06. 2024 სპორტი

დიდი გამარჯვებები მხოლოდ ასეთი ერთიანობით მიიღწევა - ამაყები ვართ ჩვენი გუნდით და ჩვენი ქვეყნით - ზაზა ფაჩულია

დიდი გამარჯვებები მხოლოდ ასეთი ერთიანობით მიიღწევა. ამაყები ვართ ჩვენი გუნდით და ჩვენი ქვეყნით. წარმატებები შემდეგ ეტაპზე, - ამის შესახებ ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს წარმატებას. მადლობა მათ ამ სიხარულის მონიჭებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდებოდა. გულშემატკივრის მხარდაჭერა და გერმანიაში ამდენი ქართველის ნახვა უდიდეს მუხტს აჩენს. მხარდაჭერა იგრძნობა საქართველოდან, იმ ქომაგებისგანაც, რომლებმაც გერმანიაში წასვლა ვერ მოახერხეს. დიდი გამარჯვებები მხოლოდ ასეთი ერთიანობით მიიღწევა. ამაყები ვართ ჩვენი გუნდით და ჩვენი ქვეყნით. წარმატებები შემდეგ ეტაპზე“, - აღნიშნავს ზაზა ფაჩულია.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა