თეგებით ძიება
27. 06. 2024 მსოფლიო

ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც საერთო ღირებულებებს იზიარებს, ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს, ეს ეხება საქართველოსაც - ზელენსკი

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმება, სახელწოდებით: "ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები", გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ევროკავშირის სამიტის წინ ბრიუსელში გაიმართა. 

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის და თქვა, რომ „ევროპამ დაამტკიცა თავისი უნარი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება საჭირო დროს“.

"ევროკავშირმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო. მადლობა ამისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, ბალკანეთის, საქართველოს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, დადგება საქართველოს დროც, ასევე დარწმუნებული ვარ, იქნება გადაწყვეტილებები ბელარუსთან დაკავშირებითაც, რადგან ბელარუსები, ასევე ევროპული ერია, რომელიც მომავალში ერთიან ევროპაში უნდა იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა