„ვილი სანიოლის სახელობის “ბესეტკა” ხომ არ გესიამოვნებათ?“ - რა ფოტო ვრცელდება სოც-ქსელში?
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 მოუგო. მატჩის წინ უამრავი პირობა დაიდო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში უნდა ასრულებულიყო. ერთ-ერთი ასეთი პირობის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინი მთვარაძე წერს:
„ვილი სანიოლის სახელობის “ბესეტკა” ხომ არ გესიამოვნებათ?
ამბავი შემდეგში მდგომარეობს - ვაჟაზე, პირველ კვარტალში, ზუსტად ამ ადგილას, გუშინ, ფეხბურთის ყურებისას, გაჟღერდა იდეა, რომ თუ მოვიგებდით, ამ ადგილს ვილი სანიოლის სახელი უნდა მინიჭებოდა (არაოფიციალურად, რა თქმა უნდა 😄).
წინ, საქართველო“ - წერს ნინი მთვარაძე.