ყველაზე გვიანი გოლი საქართველოს კარში და გულშემატკივრისთვის მოტეხილი ხელი - რამდენიმე საინტერესო ფაქტი ევრო 2024-ის შესახებ
გერმანიაში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი გერმანია-შოტლანიის მატჩით გაიხსნა, რომელშიც გერმანიამ ანგარიშით 5:1 მოიგო. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ევრო 2024-ის შესახებ:
ევრო 2024-ის პირველ 12 მატჩში გუნდებმა 34 გოლი გაიტანეს (მათგან სამი ავტოგოლია). ეს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. წინა რეკორდი ევრო 2012-ზე დაფიქსირდა, სადაც პირველ 12 მატჩში გუნდებმა 33 გოლი გაიტანეს.
გერმანიის ნაკრებისა და „დორტმუნდის“ ფორვარდმა ნიკლას ფულკრუგმა გულშემატკივარს, კაი ფლატმანს შემთხვევით ხელი მოტეხა. შემთხვევა 14 ივნისს, შოტლანდიელებთან მატჩის წინ, გერმანიის ნაკრების მოთელვის დროს მოხდა. დაზარალებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ეროვნული ნაკრების მატჩი არ უნახავს. გერმანიის საფეხბურთო კავშირი კომპენსაციის სახით მას ფულკრუგის მაისურს დაჰპირდა.
ნაგელსმანი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია
გერმანიის ნაკრების მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია. ევრო 2024-ის პირველი მატჩის დროს ის 36 წლის და 327 დღის იყო. მანამდე რეკორდი სლოვენიის ნაკრების მწვრთნელს, სრეჩკო კატანეცს ეკუთვნოდა. ევრო 2000-ზე მისი გუნდის სტარტის დროს მწვრთნელი 36 წლისა და 333 დღის იყო.
პეპე ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა
პორტუგალიელების მცველი პეპე ჩეხეთთან მატჩის დღეს 41 წლისა და 113 დღის იყო. ის ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა. ადრე რეკორდი უნგრეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს გაბორ კირალის ეკუთვნოდა. მან ევრო 2016-ზე 40 წლისა და 86 დღის ასაკში ითამაშა.
ალბანეთმა ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა
B ჯგუფის მატჩში იტალიასა და ალბანეთს შორის, გოლი 23-ე წამზე გავიდა. ევროპისს ჩემიონების კარში ბურთი იტალიის ნაკრებში გოლი ნედიმ ბაირამიმ გაიტანა. ეს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია.
საქართველოს ყველაზე გვიანი გოლი გაუტანეს
F ჯგუფის მატჩში თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა. ქართველები 1:2 აგებდნენ, ამიტომ მეკარე მამარდაშვილიც კი შეტევაზე გადავიდა, თუმცა, ბურთი თურქებმა ჩაიგდეს, კონტრშეტევა განახორციელეს და 90+7 წუთზე აკთურქოღლუმ გოლი ცარიელ კარში გაიტანა. ეს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლია.
16 წლის ესპანელი ვუნდერკინდი და მისი ორი მიღწევა
ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა. ხორვატიის ნაკრებთან მატჩის დროს ის მოედანზე 16 წლისა და 338 დღის ასაკში შევიდა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და ჩემპიონატის ისტორიაში საგოლე გადაცემის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა.
გიულერმა კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი მოხსნა
თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა არდა გიულერმა საქართველოსან გატანილი გოლით კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი მოხსნა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე 19 წლის და 128 დღის რონალდუმ თავის სადებიუტო მატჩში საბერძნეთს გოლი გაუტანა, რითაც ჩემიონატისს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ჩემპიონატში გოლი გაუტანია. მას შედეგ რონალდუს რეკორდის მოხსნა ვერავინ მოახერხა. მხოლოდ ახლა, 2024 წელს, საქართველოსთან გატანილი გოლით 19 წლის და 114 დღის გიულრმა რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა.
რონალდუმ მეექვსე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა
ევრო 2024-ის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი გახდა. ეს მის საფეხბურთო კარიერაში მეექვსე ევროპის ჩემპიონატია. რონალდუ ფინალური ტურნირების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კაპიტანი გახდა (39 წელი 134 დღე). ფეხბურთელს საკუთატი რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს, რადგან პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ზე კიდევ სულ მცირე, ორ მატჩს ჩაატარებს.