თეგებით ძიება
27. 06. 2024 მსოფლიო

რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ტელე-დებატები გაიმართება

რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ტელე-დებატები გაიმართება.

ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს მილიონობით ამომრჩევლის წინაშე დაუპირისპირდებიან.

90 წუთის განმავლობაში პრეზიდენტობის კანდიდატები ამომრჩევლებს საკუთარ პოზიციებსა და ხედვას წარუდგენენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, იმიგრაცია, ომი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთთან ურთიერთობები და სხვა შიდა თუ საგარეო საკითხები.

ამ ეტაპზე დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ოფიციალურ კანდიდატებად ჯერ არ დაუსახელებიათ. ეს პარტიების ყრილობებზე მოხდება. ყრილობები ივლისსა და აგვისტოში გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა