უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
რუსეთის სასტიკი აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლი. მთავარი არხის ვებ-გგვერდის ინფორმაციით, უკრაინაში ომს ქართველი სამხედრო შეეწირა. ავდიივკის მიმართულებაზე მიმდინარე ბრძოლებში, ოკუპანტებთან დაპირისპირებაში გმირულად დაეცა სპეც.დანაყოფ “თბილისის” მებრძოლი ამირან ზოიძე. ამის შესახებ სპეც-დანაყოფის Facebook-გვერდზე ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა. უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.