საქართველო NATO-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ნატოს სამიტზე იქნება წარმოდგენილი.
კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოგვიანებით დაზუსტდება თუ ვინ წავა ნატოს სამიტზე.
„იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა NATO-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.