თეგებით ძიება
27. 06. 2024 სპორტი

ხვალიდან გუნდი სრულად გადადის მზადების რეჟიმში, ამ თამაშს ღირსეულად ვითამაშებთ - ლევან კობიაშვილი

ხვალიდან გუნდი სრულად გადადის მზადების რეჟიმში, ვის ვეთამაშებით და რა სიძლიერის გუნდია ესპანეთი ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ამ თამაშს ღირსეულად ვითამაშებთ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კობიაშვილის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივარი კიდევ გაახაროს.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ესპანეთთან ჩვენი გუნდი იყოს იმ ფორმაში, რომლის ყურებაც მიგვაჩვია ბიჭებმა. იმედია თამაშამდე ისე მივალთ, რომ რომელიმე ფეხბურთელთან ტრავმა არ დაფიქსირდება, რადგან თითოეული მოთამაშე ძალიან ძვირფასია. ჯერჯერობით ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა და იმედია ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა