თეგებით ძიება
27. 06. 2024 სპორტი

მირანდა კაპანაძემ თავისუფალ ჭიდაობაში ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო და 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სერბეთში, ნოვი სადში მიმდინარე ტურნირზე მირანდა კაპანაძემ თავისუფალ ჭიდაობაში ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო და 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ქართული ჭიდაობის დიდ ისტორიაში, ჯერჯერობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქალთა ეროვნული ან ასაკობრივი ნაკრების წევრი ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა.

მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა, საჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოისთან (6:3) გაიმარჯვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა