წილოსანი: ოპონენტებს ძალიან უჭირთ ზოგადად დებატებში შემოსვლა, ხოლო ირაკლი კობახიძესთან მათი ოპონირება კიდევ უფრო უსუსური ჩანს
ოპონენტებს ძალიან უჭირთ ზოგადად დებატებში შემოსვლა, ხოლო ირაკლი კობახიძესთან მათი ოპონირება კიდევ უფრო უსუსური ჩანს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის დღეს დაგეგმილი გამოსვლის შესახებ საუბრისას.
ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ პრემიერის წლიურ ანგარიშში აქცენტი გაკეთებული იქნება მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
„ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ჩვენი მხრიდანაც ის უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური საკითხები, რომლებიც გარდაუვალი არის დღეს, აუცილებლად იქნება დასმული. რა თქმა უნდა, ეკონომიკური წინსვლა, სხვადასხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი, ევროკავშირთან თანამშრომლობა, კანდიდატის სტატუის და მასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, ყველა ის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც განხორციელდა, ეს იქნება ამ ანგარიშის განხილვის საგანი.
თავისთავად, ჩვენს ოპონენტებს ძალიან უჭირთ ზოგადად დებატებში შემოსვლა, ხოლო ირაკლი კობახიძესთან მათი ოპონირება კიდევ უფრო უსუსური ჩანს. ამიტომ რა თქმა, უნდა გვაქვს მოლოდინი და თავადაც განაცხადეს, რომ მათი დიდი ნაწილი არ დაესწრება. თუმცა, ისინიც კი, ვინც დაესწრებიან, ალბათ, საზოგადოებისთვის ძალიან კარგი დასანახი იქნება - რა არის რეალობა და რა არის ის, რის წარმოჩენასაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.