პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება
პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. მთავრობის მეთაური ძირითადად ბოლო ოთხ თვეში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით აქტიური მუშაობა, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება - ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს, გაწეულ საქმიანობას გააცნობს.