“დედით პორტუგალიელია და მამით ქართველი, მაგრამ მან საქართველო აირჩია“ - ვინ არის ფეხბურთელი გიორგი ჩუბინიძე, რომელიც პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩზე, საქართველოს გულშემატკივრობდა?
“გაორებაცაა და გაორებაც, მაგრამ, მან საქართველოს ნაკრები აირჩია!
საქართველო - პორტუგალიის მატჩს 17 წლის გიორგი ჩუბინიძეც ესწრებოდა (Giorgi Goncalves Manuel Chubinidze) - დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი გიორგი, ინგლისის პრემიერლიგის კლუბ, A.F.C. Bournemouth-ის U-18-ში და საქართველოს U-18-ში ასპარეზობს.
გიორგი შემტევი ნახევარმცველია, 175 სმ, ბორნმუთის აკადემიის აღზრდილი, 4 წლიდან შეიყვანეს ფეხბურთზე. მამა -თორნიკე საფეხბურთო მენეჯერია.
2022 წელს, გიორგი ინგლისის ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მისი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში ყოფილა:
“5 წლის იყო, როდესაც საქართველოს 5 ნომრიანი მაისური ჩავუტანე. მომიბრუნდა და მითხრა, ნუ გეშინია, გპირდები, რომ ერთ დღესაც, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ”- ო: იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში თორნიკე ჩუბინიძე.
მალე გვენახოს მთავარ ნაკრებში“ - წერს Maka Turkia.