თეგებით ძიება
28. 06. 2024 მსოფლიო

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ თუ ვინ დაიკავებს წამყვან თანამდებობებს

27 ივნისს გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე შეთანხმდნენ თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირის წამყვან თანამდებობებს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების გადაწყვეტილებით თანამდებობები ასე განაწილდა:

ევროკომისიის პრეზიდენტი – ისევ გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოშტა იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე შარლ მიშელს ჩაანაცვლებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი –  ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ჯოზეფ ბორელს შეცვლის.

ახლა ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტის მიერ უნდა აირჩეს მისი წევრების უმრავლესობით. უმაღლესი წარმომადგენლის ოფიციალური დანიშვნა კი მოითხოვს ევროკომისიის არჩეული პრეზიდენტის თანხმობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა