CNN-ის გამოკითხვა: დებატებში ტრამპმა ბაიდენზე გაიმარჯვა
რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დებატებს უყურებდნენ, მიიჩნევს, რომ დისკუსია ტრამპის სასარგებლოდ დასრულდა. ამის შესახებ CNN-ი, თავისი დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.
გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ ტრამპმა საკუთარი პოზიციები უფრო მკაფიოდ გამოხატა, 33% კი ფიქრობს, რომ ბაიდენი უფრო დამაჯერებელი იყო. დებატების დაწყებამდე გამოკითხულების 55% ფიქრობდა, რომ ტრამპს უკეთესი გამოსვლა ექნებოდა, 45% კი ბაიდენზე დებდა ფსონს.
გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ არ არიან დარწმუნებულები ბაიდენის შესაძლებლობებში, მართოს ქვეყანა, 44% კი ამბობს, რომ ამ მხრივ ტრამპის იმედი არ აქვთ. ამასთან, მაყურებელთა 36% ამბობს, რომ დარწმუნებულია ტრამპის შესაძლებლობებში, მართოს ქვეყანა, ბაიდენის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14%-ს შეადგენს.
გამოკითხვაში 565-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დებატებს უყურეს.