თეგებით ძიება

კობახიძე: ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ჯანდაცვა, შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს

ყველას გახსოვთ ქართველი ხალხის ბრძოლა 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღესაც გრძელდება ბრძოლა იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული გზა.

„დღესაც გრძელდება ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული გზა და თქვენ იცით, რა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანები. თუმცა, მანამდე მინდა ვისაუბრო ძირითად გამოწვევებზე, რომლებთანაც მოგვიწევს შეჭიდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, პირველი, ეს არის დემოგრაფია. მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, ჩვენ კვლავაც გვაქვს დასავლეთ ევროპულთან შედარებით დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი, თუმცა ტენდენციები ისეთია, რომ ცხოვრების დონე სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მაგალითად იგივე გერმანიაში მოსახლეობის ცხოვრების დონეს წამოეწევა და სხვაობა შემცირდება ორმაგამდე, მაშინ, როდესაც 2012 წელს გერმანიაში მოქალაქე ცხოვრობდა ოთხ-ნახევარჯერ უკეთესად, ვიდრე საქართველოს მოქალაქე.

სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2029 წლისთვის მხოლოდ ორმაგამდე შემცირდება სხვაობა გერმანიასა და საქართველოს შორის მოსახლეობის ცხოვრების დონის თვალსაზრისით. ამ ტენდენციის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი. დემოგრაფიაზეც დადებითად აისახება ეს ეკონომიკური ზრდა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მაგალითად გერმანიაში სამჯერ უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე საქართველოში, რა თქმა უნდა, არის სერიოზული გამოწვევები, გამოცდილების გადინების კუთხით, გვაქვს სხვადასხვა ტიპის დემოგრაფიული გამოწვევები. მომდევნო 4-წლიან პროგრამაში ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

სიღარიბის დაძლევა, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, გვაქვს მუდმივი პროგრესი, მუდმივი ციფრების შემცირება ამ მიმართულებით, თუმცა ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა გაგრძელდეს და ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლო ჯამში განულება ქვეყანაში.

განათლება და ჯანდაცვა, სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით არის განსაკუთრებული მოთხოვნა რეფორმებზე და მინდა წინასწარ დავაანონსო, რომ ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ასევე ჯანდაცვა. შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა