ქობულეთის სოფელ ნაცხავატევში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთის სოფელ ნაცხავატევში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაცია თავდაპირველად "აჭარა თაიმსმა" გაავრცელა და დაწერა, რომ მანქანა ხევში გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.