თეგებით ძიება
28. 06. 2024 მსოფლიო

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მე-6 მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნები 2024 წლის 1-ელ სექტემბერს არის დანიშნული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა