თეგებით ძიება
28. 06. 2024 სპორტი

ფეხბურთის ისტორიაში ბევრი სიურპრიზი გვინახავს, დასაკარგი არაფერი გვაქვს - ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა TALK SPORT-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ესპანეთთანაც წნეხის გარეშე ითამაშებს.

სანიოლი აცხადებს, რომ ნაკრები ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებს. 

„ბოლო 3 წელიწადში ესპანეთთან 4-ჯერ ვითამაშეთ და 4-ჯერ წავაგეთ. განსაკუთრებით გვახსოვს 1:7 წაგება საქართველოში. ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში იქნება. ტურნირის დაწყებიდან ჩანს, რომ ესპანეთი საუკეთესო გუნდია. ამ მატჩშიც მოედანზე ისე გავალთ, როგორც პორტუგალიასთან შეხვედრაში გავედით. ყოველგვარი წნეხის გარეშე, ვეცდებით, რომ სწორად და ერთად გავაკეთოთ რაღაცები მთლიანად გუნდმა. ფეხბურთის ისტორიაში კი ბევრი სიურპრიზი გვინახავს.

კიდევ გავიმეორებ, დასაკარგი არაფერი გვაქვს. ვფიქრობ, მოთამაშეები აღფრთოვანებულები არიან, რადგანაც ესპანეთის ასეთ გუნდთან გვიწევს შეხვედრა. არაფრის მეშინია, თუ წავაგებთ და ვერ ვითამაშებთ ისეთივე ფეხბურთს, როგორც პორტუგალიასთან მატჩში ვითამაშეთ. შემიძლია მაინც ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგი ყველა მოლოდინს აღემატება“, - აცხადებს სანიოლი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა