თეგებით ძიება
28. 06. 2024 მსოფლიო

უკრაინა მალე ომის დამთავრების დეტალურ და ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს - ზელენსკი

"უკრაინა მალე ომის დამთავრების დეტალურ და ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"უკრაინის მიერ არჩეული დიპლომატიური გზა ჩვენი ინიციატივაა, რადგან ჩვენ ამ ომის მსხვერპლი ვართ. სამშვიდობო სამიტი გაიმართა და ახლა დეტალურად სამ მიმართულებაზე ვმუშაობთ: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ტყვეთა გაცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებს მოვაგვარებთ. სულ მცირე, დეტალურ გეგმას მოვამზადებთ. ეს მალე მოხდება.

ჩვენ ასევე განვავითარებთ მშვიდობის ფორმულის ყველა სხვა პუნქტს და ყოვლისმომცველ გეგმას მოვამზადებთ, რომელიც მაგიდაზე ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იქნება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, წარმოვადგინოთ ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს მსოფლიოს უმრავლესობა. ეს არის დიპლომატიური გზა, რომელზეც ვმუშაობთ, - განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა