Google Translate-ს 110 ენა დაემატა, მათ შორის აფხაზური და ოსური
Google-მა ფუნქციები განაახლა. მას 110 ახალი ენა დაემატა, მათ შორის, აფხაზური და ოსური.
აფხაზური ენა ამ ეტაპზე მხოლოდ translate.google.com-ზეა ხელმისაწვდომი. აფხაზური მედია წერს, რომ უახლოეს მომავალში ის Google Translate-ის აპლიკაციასაც დაემატება.
„ჩვენ ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, რათა გავაფართოვოთ გამოყენებული ენების რაოდენობა. ჩვენი მასობრივი PaLM 2 ენის მოდელით, ჩვენ ვამატებთ 110 ახალ ენას Google Translate-ს, რაც ყველაზე დიდი გაფართოებაა ჩვენს ისტორიაში“, - ნათქვამია კომოპანიის განცხადებაში.