თეგებით ძიება

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ - გიორგი მამარდაშვილი

ყოველდღე ვმუშაობ იმის გამო, რომ ეს ტურნირი მაღალ დონეზე მეთამაშა და ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მედიასთან განაცხადა.

„კონცენტრაცია და მოტივაციაც მაღალ დონეზე გვაქვს თითოეულ ფეხბურთელს, ვემზადებით. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. ესპანეთი არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა