თეგებით ძიება
28. 06. 2024 მსოფლიო

აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს ბირთვული რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც - ვლადიმერ პუტინი

აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან სხდომაზე განაცხადა.

“დღეს ცნობილია, რომ აშშ არა მხოლოდ აწარმოებს მსგავს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე ჩაუტანიათ ისინი სწავლებებზე ევროპაში - დანიაში, და სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ რომ ისინი ფილიპინებზეა. ამავდროულად უცნობია, იქიდან მათ რაკეტები გაიტანეს თუ არა…

ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ შემდგომ ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ დამრტყმელი სისტემების წარმოება უნდა დავიწყოთ და შემდგომ, რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებები მივიღოთ იმაზე, თუ სად განვალაგოთ - თუ ეს საჭირო გახდება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” - განაცხადა პუტინმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა