თეგებით ძიება

ცნობილია, ვინ იმსაჯებს საქართველო–ესპანეთის მატჩზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ცნობილია, სამსაჯო ბრიგადის ვინაობა, რომელიც ჩვენთვის ისტორიულ თამაშს მოემსახურება.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ფრანგი ფრანსუა ლეტექსიე იქნება. მას სირილ მუნიე და მეჰდი რაჰმუნი დაეხმარებიან.

VAR-ზე ჟერომ ბრისარდი იმუშავებს, ხოლო მისი ასისტენტების ფუნქციებს ვილი დელაიო და პაოლო ვალერი შეითავსებენ.

მეოთხე რეფერი სერდარ გოზუბუიუკი იქნება. ლეტექსიემ მიმდინარე ევრო 2024-ზე ორი მატჩი იმსაჯა. 19 ივნისს, ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებების დაპირისპირებას გაუძღვა, 25-ში – დანიისა და სერბეთის თამაშს. 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგაზე, ლეტექსიე „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მეოთხედფინალურ თამაშს მოემსახურა, ევროპა ლიგაზე კი „რომასა“ და „ლევერკუზენის“ ნახევარფინალი განსაჯა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა