"პირობა პირობაა" - რატომ ვერ მოახერხა ანა დოლიძემ ლევან მურუსიძესთან ჩახუტება? (ვიდეო)
პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში პირობა დადო, რომ საქართველოს ნაკრების პორტუგალიასთან მოგებისა და მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს ჩაეხუტებოდა, თუმცა პირბის შესრულება ვერ შეძლო - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მიუხედავად მისი მცდელობებისა, ე.წ. კლანის წევრი ადგილზე არც სააპელაციო სასამართლოში დახვდა და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში.
პირობა პირობაა. მივედი სააპელაციო სასამართლოში და არ იყო. ამ დროს იყო იუსტიციის საბჭოს სხდომა დანიშნული, წესით იქ უნდა ყოფილიყო, ამიტომ იქ მივვარდი, მაგრამ სხდომა გააუქმეს და იქ არავინ არ დამხვდა. გავიკითხე და გაგებები ვინც იცის იმ ხალხმა მითხრა, რომ თავანი ჩაბარებული არისო. მე რახან მივიტანე თავანი, ეს ჩაბარებულად ითვლება..
ერთ-ერთი წარმატება ისიც არის, რომ პორტუგალიასთან ვითამაშეთ, ესპანეთთან ვითამაშებთ. ძალიან მაგრად შეგვიძლია გუნდური მუშაობა და გამოგვდის. თავდადების გარდა მე აღმაფრთოვანებს ამ ბიჭების კეთილშობილება. მე რომელი ფეხბურთის გამრჩევი ვარ, რომ ბრიფინგებს ვუყურებ, მაგრამ ეს არის კეთილშობილი ხალხი. ბოღმით კი არ თამაშობენ, არამედ პატივისცემით. სიამოვნებას იღებენ და მადლიერებით თამაშობენ. ეს არის ძალიან მაგარი", - ამბობს ანა დოლიძე.