"ვეცდებით, რომ ბევრი გოლი გავუტანოთ და ვეცდებით, რომ მამარდაშვილს კარგი დღე არ ჰქონდეს" - რას ამბობს ესპანელი ფეხბურთელი მამარდაშვილზე?
30 ივნისს, ევროპირველობის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
მომავალი მატჩის შესახებ უეფას საიტთან ესპანეთის მცველმა ნაჩო ფერნანდესმა ისაუბრა, რომელიც ახლახან „რეალიდან“ საუდის არაბეთის „ალ კადსიაში“ გადავიდა:
„გიორგი მამარდაშვილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის „ლა ლიგაში“ ბრწყინვალედ ასპარეზობს. მიუხედავად ამისა, ნუ ინერვიულებთ. ვეცდებით, რომ ბევრი გოლი გავუტანოთ და ვეცდებით, რომ მამარდაშვილს კარგი დღე არ ჰქონდეს. ეჭვგარეშეა, გიორგი აჩვენებს, რომ ძალიან კარგი მეკარეა.“ – ამბობს ის.