რუსეთი არ იქნება მტერი, თუ შეერთებულ შტატებს „ჭკვიანი პრეზიდენტი“ უხელმძღვანელებს - ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს „ჭკვიანი პრეზიდენტი“ რომ ჰყავდეს, მაშინ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და DPRK ამერიკის მტრები არ იქნებოდნენ.
თავის მხარდამჭერებთან საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები პატივს არ სცემე აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.
„ჩვენ გვყავს გარე მტრები: ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, თუმცა სინამდვილეში ისინი არ იქნებოდნენ მტრები, თუ ჩვენ ჭკვიანი პრეზიდენტი გვეყოლებოდა. ჩვენ რომ ჭკვიანი პრეზიდენტი გვყავდეს, მათთან ერთად დიდ საქმეებს გააკეთებდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ასევე, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოაგვარებს და ამის გაკეთება მას თეთრ სახლში შესვლამდე შეუძლია, თუმცა არ განუმარტავს, როგორ.