ნახეთ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა - ყველაზე მეტი საგოლე მომენტი საქართველოს კართან
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია - საქართველოს ნაკრები 15 ქვეყნის ნაკრებ გუნდთან ერთად ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ვილი სანიოლის გუნდმა მწყობრი, თავგანწირული თამაშით მსსოფლიო საფეხბურთოსს სამყაროს განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. ნახეთ ვინ როგორ გამოიჩინა თავი უჯგურ ეტაპზე.
ჯერჯერობით, მეტოქის კართან ყველაზე მეტი სახიფათო მომენტი გიორგი მიქაუტაძემ შექმნა - 2.3 xG (xG მაჩვენებელი შექმნილი მომენტების საშიშროების შეფასების მთავარი კრიტერიუმია), რომელიც ბომბარდირთა რბოლას სამი გოლით ლიდერობს. xG-90 წუთის განმავლობაში კრიტერიუმით პირველ ადგილზე კილიან მბაპე აღმოჩნდა (1,06 მოსალოდნელი გოლი მატჩში).
კიდევ ერთი ფაქტი, რომელმაც შეიძლება გაგაოცოთ - ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა რომელუ ლუკაკუს აქვს. მეორე ადგილზე კილიან მბაპე და კრიშტიანუ რონალდუ არიან (თითოს ხუთი ზუსტი დარტყმა). ზოგადად, პორტუგალიელს ყველაზე მეტი დარტყმა აქვს კარში - 12, თუმცა ჯერჯერობით, გოლი არ გაუტანია.
ბურთის ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა - ფრანგი უილიამ სალიბას ანგარიშზე 199 გადაცემაა, საიდანაც 192 ზუსტი იყო. გერმანელი ტონი კროოსი რამდენიმე მიმართულებით ლიდერობს:
• ბურთთან ყველაზე მეტი შეხება (375), მეორე ადგილზე ანტონიო რუდიგერია (298);
• ყველაზე მეტი გადაცემა ბოლო მესამედში (58), მეორე ადგილზე გონსალო ინასიო (35);
• ყველაზე მეტი კუთხური (22), მეორე ადგილი – კრისტიან ერიქსენი (20);
ბურთის ოსტატურად ტარების (დრიბლინგის) მხრივ, ყველაზე მეტად თავი ჯერემი დოკუმ გამოიჩინა (26 ცდა). ის წარმატებული დრიბლინგების რაოდენობითაც პირველია (13). მას მოსდევენ ჯამალ მუსიალა და კილიან მბაპე (9-9), ლამინ იამალი და უსმან დემბელე (8). რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას ჯუდ ბელინგჰემის მსგავსად, შვიდი დრიბლინგი აქვს. სამაგიეროდ, კვარაცხელია სხვა სტატისტიკაში პირველ ადგილზეა - მასთან თამაშში 10-ჯერ მოხდა წესების დარღვევა. ბურთის ართმევაში საუკეთესო ავსტრიელი ნიკოლას სეივალდი იყო (13). საჰაერო ორთაბრძოლას ყველაზე ხშირად დანიელი იოაკიმ ანდერსენი იგებდა (17).
მეკარეებს შორის მხოლოდ ორმა - ესპანელმა უნაი სიმონმა და დავიდ რაიამ მოახერხეს 100%-იანი დარტყმის აღება. რა თქმა უნდა, არც ჯანლუიჯი დონარუმა და გიორგი მამარდაშვილი უნდა დაგვავიწყდეს. ქართველი მეკარე ჯგუფური ეტაპის ლიდერი გახდა როგორც ნახტომების რაოდენობით (21), ისე აცილებული და გაშვებული გოლების სხვაობით (+3,5 PSxG-GA). 7.75 საშუალო შეფასებით გიორგი მამარდაშვილი მე-4 ადგილზეა და ეს უდიდესი მიღწევაა.
ახლა კი 10 ფაქტი ეროვნული ნაკრები გუნდების შესახებ:
1. ბურთს ყველაზე დიდხანს გერმანელები ფლობდნენ (68,7%), ყველაზე ცოტას - სლოვენიელები (33,3%).
2. გერმანია კარისკენაც ყველაზე ხშირად ურტყამდა - 56-ჯერ. სამეულში პორტუგალია (53) და თურქეთიც (51) მოხვდნენ.
3. რუმინეთს კარისკენ დარტყმის საშუალო მანძილი 19,2 მ. ჰქონდა და ეს მაქსიმალური მაჩვენებელია, მინიმალური (13,7 მ) იტალიელებისაა.
4. ინგლისს ყველაზე მეტი გრძელი ზუსტი გადაცემა ჰქონდა - 145. მოკლე, ზუსტი გადაცემების რაოდენობით კი გერმანია ლიდერობს (1052).
5. ყველაზე ცოტა შეცვლა ინგლისმა და საფრანგეთმა გამოიყენეს (11-11).
7. ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი (16) თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა დაიმსახურეს, ყველაზე ცოტა გაფრთხილება კი ჰოლანდიას და სლოვაკეთს ერგო (2- 2).
8. ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელებმა წესები ყველაზე ხშირად (49-ჯერ) დაარღვიეს.
9. საქართველოს კართან ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შეიქმნა - 7,9 xG მაგრამ მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა.