გვინდა ქართული მკლავჭიდი ჭაობიდან ამოვიყვანოთ - ლევან საგინაშვილი
გვინდა, ქართული მკლავჭიდი იმ ჭაობიდან ამოვიყვანოთ, რაშიც დიდი ხანია არის, – ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა მკლავჭიდში, საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის გამგეობის წევრმა, ლევან საგინაშვილმა „ქრონიკასთან “ განაცხადა.
„ბიჭებს არ აქვთ დარბაზი, არ ტარდება საქართველოს ჩემპიონატი და ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ამის მიუხედავად, სპორტსმენები ინდივიდუალურად ახერხებენ წარმატების მიღწევას. ამას თუ სათანადო ყურადღებას დავამატებთ, დარწმუნებული ვარ უფრო მეტი შედეგი გვექნება“, – აღნიშნა ლევან საგინაშვილმა.