თეგებით ძიება

15 საინტერესო ფაქტი ფეხბურთზე

მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ თუ მხოლოდ  გასართობად უყურებთ, ფაქტები, რომლებზეც ჩვენს სტატიაში გიამბობთ,ნამდვილად ყველასთვის საინტერესოა:

1. 1913 წლამდე მეკარეები არ იყვნენ ვალდებულნი თანაგუნდელების ფორმისგან განსხვავებული ფორმა ჩაეცვათ.

2. კალათბურთის პირველი მატჩი ფეხბურთის ბურთით იყო ნათამაშები.

3. მსოფლიოს პირველი საფეხბურთო კლუბი იყო ინგლისის შეფილდი (Sheffield Football Club). დაარსდა 1857 წელს, პოლკოვნიკ ნათანიელ კრესვიკისა და მაიორ უილიამ პრისტის,ბრიტანელი სამხედრო იფიცრების, მიერ.

4. ევროპული გუნდები ყოველთვის აღწევდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე,გარდა  1930 და 1950 წლების ჩემპიონატებისა.

5. ყველაზე დიდი ანგარიში,რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა,არის 149-0.სტეიდ ოლიმპიკ დე ლემირნეს(Stade Olympique de L’emyrne) ფეხბურთელებმა გაიტანეს გოლები საკუთარ კარში პროტესტის ნიშნად,წინა  თამაშში მსაჯის არასამართლიანი გადაწყვეტილებების გამო.

6. პირველი შავკანიანი ფეხბურთელი იყო არტურ ვართონი (Arthur Wharton), 1800-იან წლებში.

7. სიტყვა ''soccer'' შეიქმნა ინგლისში. ეს იყო შემოკლებული ვერსია “Association Football”-ისა,შემდეგ ეს ფრაზა შეიცვალა “Assoc Football”-ად,ხოლო ეს ბოლოს ხსენებული ფრაზა კი გარდაიქმნა ''soccer''-ად.ინგლისში,მე-19 საუკუნეში,ხალხში პოპულარული იყო შემოკლებული სიტყვებისთვის ბოლოში ''er''-ის დამატება.

8. 1998 წელს მეხმა მთლიანი საფეხბურთო გუნდი მოედანზევე მოკლა.ეს მოხდა კონგოში.

9. კოტ დიუვარის გუნდი ASEC Abidjan 108 მატჩის განმავლობაში იყო დაუმარცხებელი,1989 წლიდან 1994 წლამდე.

10. მსოფლიოში არის 27 პროფესიონალური გუნდი,რომლებიც თავიანთ მეტსახელებად ბიტლზების სიმღერების სათაურებს იყენებენ.მათ შორის ყველაზე პოპულარულია ესპანური ვილიარეალი,რომლის მეტსახელია ყვითელი წყალქვეშა ნავები (the Yellow Submarines).

11. ბურთის ზომა,რომელსაც პროფესიონალურ ფეხბურთში იყენებენ,დასაბამიდან დღემდე,120 წლის განმავლობაში, არასდროს არ შეცვლილა (71.12 სანტიმეტრი წრეწირის სიგრძე).

12. მსოფლიოში არსებული საფეხბურთო ბურთების 80%-ზე მეტი წარმოებულია პაკისტანში.

13. ფეხბურთის პირველი ლაივ ტრანსლაცია განხორციელდა 1937 წელს. ამ მატჩში არსენალი ატარებდა მოსამზადებელ მატჩს ჰაიბურის სტადიონზე.

14. პარაგვაიში,მატჩში სპორტივო ამელიანოსა და ჯენერალ კაბალიეროს შორის,ნაჩვენები იქნა 20 წითელი ბარათი.

15. 1978 წელს,მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი,გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან ქალბატონის გალანძღვის გამო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა