თეგებით ძიება

დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ - შალვა პაპუაშვილი

დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია.

„დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ. დღეს კიდევ ერთხელ ერთ ხმაში უნდა ავაძგეროთ ქართული გული – მოედანზე და ტრიბუნაზე, სახლში და გზაში, მთაში და ბარში, ერში და ბერში. ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია. გამარჯვება, ბიჭებო!“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა